აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2024-10-26
უსკოს შემაჯამებელი ბრიფინგი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 26 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, რეგიონის 317 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 317 119 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 197 814 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 62.38 % შეადგენს.

2024-10-26
საინფორმაციო ბრიფინგი უსკოში 20:30 საათზე
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდა. 20:00 საათისთვის რიგში მყოფ ყველა ამომრჩეველს მიეცა ხმის მიცემის საშუალება.

2024-10-26
ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათისთვის
უმაღლესი საარჩევნო კომისია განაგრძობს ამომრჩეველთა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

2024-10-26
ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მდგომარეობით:
წარმოგიდენთ ინფორმაციას აჭარის რეგიონის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 26 ოქტომბრის 15:00 საათის მდგომარეობით.

2024-10-26
ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათის მდგომარეობით
წარმოგიდგენთ ინფორმაციას აჭარის რეგიონის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 26 ოქტომბრის 12:00 საათის მდგომარეობით.

2024-10-26
ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათის მდგომარეობით
ამ დროისთვის აჭარის რეგიონის 317 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ აჭარის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 317 119-ს შეადგენს.

2024-10-26
ბრიფინგი 9 საათზე
დღეს საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩეველი მონაწილეობას იღებს, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში.

2024-10-25
26 ოქტომბერი - საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი
26 ოქტომბერს უმაღლესი საარჩევნო კომისია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით, მედიისთვის რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. გარდა ამისა, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება უსკოს ოფიციალური ვებგვერდის და უსკოს ფეისბუქ გვერდის საშუალებით.

2024-10-25
უსკოს საინფორმაციო აქცია გრძელდება
დღეს, ამომრჩეველთა ინფორმირების აქციის ფარგლებში, უსკოს წარმომადგენელი ბათუმის ხელოვნების მუზეუმს ეწვია, სადაც სსიპ აჭარის მუზეუმის და ბათუმის სხვადასხვა მუზეუმის თანამშრომლები შეიკრიბნენ.

2024-10-23
საინფორმაციო აქციის მესამე დღე
აჭარის რეგიონში ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო აქციის კვირეულის ფარგლებში, დღეს ბათუმის იუსტიციის სახლში ამომრჩევლებს დაურიგეს საინფორმაციო ფლაერები 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ და ბიულეტენის ნიმუშები, რომელზეც ამომრჩევლებმა თავად გააფერადეს წრე.

2024-10-22
საინფორმაციო შეხვედრები ამომრჩევლებთან
დღეს, ამომრჩეველთა ინფორმირების აქციის ფარგლებში, უსკოს წარმომადგენლები ეწვივნენ ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას, აჭარის საარქივო სამმართველოს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტსა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს

2024-10-21
უსკოს საინფორმაციო აქცია
აჭარის რეგიონში ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დაიწყო საინფორმაციო აქციის კვირეული.

2024-10-20
უსკოში 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დარეგისტრირდა
დღეს უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე დასაკვირვებლად.

2024-10-18
უსკოს თავმჯდომარე IRI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
უსკოს თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გრძელვადიან დამკვირვებლებს დანიელ ქერექეშს და ანა ზანეჩს შეხვდა.

2024-10-15
უსკომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენის ფორმა დაადგინა
15 ოქტომბრის სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე საკითხი განიხილა და ცვლილებები შეიტანა განკარგულებებში საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრისა და ზოგიერთი საარჩევნო საბუთის სახეების დადგენის შესახებ.

2024-10-11
უსკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის ექსპერტს შეხვდა
უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2024 წლის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკური კამპანიის ანალიტიკოსს, რობერტ ბისტრიცკის შეხვდა.

2024-10-11
უსკომ ბიულეტენების ბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები დანიშნა
10 ოქტომბრის სხდომაზე, უსკომ განკარგულებებით დაადგინა 26 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო საბუთის სახეები და ბიულეტენის ტექსტი.

2024-10-09
9 ოქტომბრის სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ერთი საკითხი განიხილა და ცვლილება შეიტანა განკარგულებაში ,,საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრის შესახებ’’.

2024-10-06
საინფორმაციო შეხვედრა „საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობის წახალისება“
4 ოქტომბერს, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პარტნიორობით, არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ქალ წარმომადგენლებთან ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

2024-10-05
ინფორმაცია ამომრჩეველთათვის!
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ყველა ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები და საარჩევნო უბნის მისამართი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ინფორმაციის მოპოვება შეგიძლიათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (cesko.ge).

2/25 «პირველი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016