აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2018-04-26
ტრენინგი უმაღლეს საარჩევნო კომისიაში
23-25 აპრილს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა ახალი სასწავლო პროგრამა „ტრენერთა ტრენინგი“, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა.

2018-03-06
ტრენინგი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის
26 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში უმაღლესი საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მონაწილეობა მიიღო სასწავლო პროგრამაში „ტრენერის პროფესიული უნარების განვითარება“, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“.

2018-02-01
არჩევნების საერთაშორისო დღე უსკოში
1 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით უსკოს ინსტიტუციური განვითარების სამსახურმა საარჩევნო ადმინისტრაციაში ღონისძიება გამართა, რომელსაც უსკოს ხელმძღვანელ პირებთან და კომისიის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ესწრებოდნენ.

2018-01-17
16 იანვრის სხდომა
16 იანვარს გაიმართა უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა.

2017-12-28
28 დეკემბრის სხდომა
2017 წლის 28 დეკემბერს გაიმართა უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით, კომისიამ ერთ ძირითად საკითხზე იმსჯელა

2017-12-25
უმაღლესი საარჩევნო კომისია გილოცავთ შობა-ახალ წელს!

2017-10-31
უსკოს კონკურსის მესამე ეტაპის შედეგები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში, ინსტიტუციური განვითარების სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მესამე, საბოლოო ეტაპი გაიმართა მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს. კონკურსში მონაწილე 8 კანდიდატიდან გამოცხადდა ყველა კონკურსანტი. ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსის, მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის გამოცხადებულ ვაკანსიებზე კანდიდატებმა გაიარეს გასაუბრება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა.ფუნქციები და უფლებამოვალეობა;

2017-10-24
კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში, ინსტიტუციური განვითარების სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი გაიმართა 23 ოქტომბერს.კონკურსში მონაწილე 13 კანდიდატიდან 4 კონკურსანტი არ გამოცხადდა.ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსისა და II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე კანდიდატებმა გაიარეს წერითი და ზეპირი დავალება ინგლისური ენის ცოდნაში,ხოლო ინსტიტუციური განვითარების Ш კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე - ზეპირ დავალებაში.

2017-10-16
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში ინსტიტუციური განვითარების სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებადი ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 35 კანდიდატი, რომელთა შორის 5 კანდიდატი დარეგისტრირდა სამივე ვაკანსიაზე, 12 კანდიდატი კი ორ ვაკანსიაზე. დარეგისტრირებულ განაცხადთა საერთო რაოდენობამ 57 ერთეული შეადგინა.

2017-10-09
ინფორმაცია კონკურსის შესახებ
2017 წლის 6 ოქტომბერს დასრულდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში არსებულ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსისათვის განაცხადების მიღება. საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებადი ვებ გვერდის (www.hr.gov.ge) საშუალებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 57 კანდიდატი, რომელთა შორის 5 კანდიდატი დარეგისტრირდა სამივე ვაკანსიაზე.

2017-09-26
ღია კონკურსი უსკოში
2017 წლის 25 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში გამოცხადდა ღია კონკურსი შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე: ა) ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსი; ბ) ინსტიტუციური განვითარების სამსახურის ІІ კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; გ) ინსტიტუციური განვითარების სამსახურის ІІІ კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

2017-09-11
11 სექტემბრის სხდომა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 11 სექტემბრის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. მიღებული განკარგულების საფუძველზე ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სამსახურების დებულებების დამტკიცების შესახებ’’, დეტალურად გაიწერა უსკოს თითოეული სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები, სტრუქტურა და თანამშრომელთა უფლებამოსილებები.

2017-09-05
სხდომა უსკოში
5 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის N4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც განხორციელდა უსკოს რეგლამენტის მე-18 მუხლის რედაქტირება.

2017-06-30
30 ივნისის სხდომა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 30 მაისის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. კომისიამ დადგენილებით განსაზღვრა უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ მოხელეთა ჩამონათვალი, რომელთაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2017-06-27
27 ივნისის სხდომა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 27 ივნისის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე იმსჯელეს და ცვლილებები შეიტანეს უსკოს რეგლამენტში

2017-06-26
კონკურსის შედეგები
2017 წლის 22 ივნისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე (ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსი, ინსტიტუციური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი და ინსტიტუციური განვითარების სამსახურის სპეციალისტი) გამოცხადებული კონკურსის მესამე ეტაპი - გასაუბრება.

2017-06-20
ინფორმაცია კონკურსის შესახებ
2017 წლის 18 ივნისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე (ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსი,ინსტიტუციური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი და ინსტიტუციური განვითარების სამსახურის სპეციალისტი) გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი ტესტირება,რომელიც ელექტრონული ფორმით ჩატარდა. ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 48 კონკურსანტმა. მათ შორის მესამე,გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 17 კანდიდატი.

2017-06-16
კონკურსანტთა საყურადღებოდ!
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 18 ივნისს გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი-ტესტირება შემდეგი ვაკანტური თანამდებობებისათვის: ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსი, ინსტიტუციური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი და ინსტიტუციური განვითარების სამსახურის სპეციალისტი.

2017-06-15
ინფორმაცია კონკურსის შესახებ
2017 წლის 15 ივნისს ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის საკონკურსო - საატესტაციო კომისიის სხდომა. დასრულდა პირველი ეტაპი კონკურსისათვის (ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსის, ინსტიტუციური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტის და ინსტიტუციური განვითარების სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობებზე) სადაც შეჯამდა გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი (განცხადების გადარჩევა). კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა მონაცემების გადამოწმების შედეგად განისაზღვრა იმ კონკურსანტთა ჩამონათვალი, რომლებმაც გადალახეს კონკურსის პირველი ეტაპი და დაშვებულნი არიან კონკურსის მეორე ეტაპზე.

2017-06-13
ინფორმაცია კონკურსის შესახებ
2017 წლის 11 ივნისს დასრულდა განაცხადების მიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში არსებულ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსისათვის. საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებადი ვებ გვერდის (www.hr.gov.ge) საშუალებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 127 კანდიდატი, რომელთა შორის 14 კანდიდატი დარეგისტრირდა სამივე ვაკანსიაზე, 29 კანდიდატი - ორ ვაკანსიაზე. დარეგისტრირებულ განაცხადთა საერთო რაოდენობამ 172 ერთეული შეადგინა.

7/22 «პირველი 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016