აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

განმეორებითი კენჭისყრისთვის მზადების შესახებ
13 ნოემბერი 2008
    16 ნოემბერს განმეორებითი კენჭისყრა პროპორციული სისტემით ხელვაჩაურის მთელ ტერიტორიაზე, 66 საარჩევნო უბანში,  ასევე შუახევის  შვიდ  N6, 7, 12. 13, 17, 43 და 48-ე უბნებში გაიმართება. 
    განმეორებითი კენჭისყრისთვის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ყველა აუცილებელი საორგანიზაციო ღონისძიება უკვე გაატარა. დღეს თბილისში მთავრდება საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა, პროცესს მონიტორინგის ჯგუფი აკონტროლებს, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების “სამართლიანი არჩევნებისა” და “ახალი თაობა-ახალი ინიციატივის” წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.
    ხელვაჩაურის უკლებლივ ყველა საარჩევნო უბანზე მონტაჟდება  ვიდეოთვალი, რაც არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების კიდევ ერთი გარანტია.  უბნები მომარაგებულია საკმარისი რაოდენობის მარკირების სითხით.
   განმეორებითი კენჭისყრისთვის ასევე ყველა უბანზე დაიდგა ფაქსის აპარატი, რაც უბნებიდან შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლების უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დაუყოვნებლივ მოწოდებას უზრუნველყოფს. 
   გათვალისწინებული იქნა ასევე  პრეტენზია, რომელიც  ხელვაჩაურში 2 უბანთან დაკავშირებით იყო გამოთქმული, ისინი პოლიციასთან ერთად ერთ შენობებში იყო განთავსებული-ეს საკითხიც უკვე გადაწყვეტილია სპეციალურად  დაქირავებულია შენობები, რომლებშიც  გადატანილია ორივე უბანი.
    განმეორებითი კენჭისყრისთვის გადახალისდა ყველა საარჩევნო უბნის შემადგენლობაც.
  კენჭისყრის პროცესს მონიტორინგს გაუწევს ყველა ის საერთაშორისო და ადგილობრივი დამკივირვებელი, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ 3 ნოემბრის არჩევნებისთვის -  20-ზე მეტი საერთაშორისო და 9 ადგილობრივი ორგანიზაცია.
  ასე რომ, ყველა ღონისძიებაა გატარებული, რათა განმეორებითმა კენჭისყრამ სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, ასევე ორგანიზაციულად მაღალ დონეზე უზრუნველყოფილ პირობებში ჩაიაროს.
  

 

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016