
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 12.00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა  აქტივობა გააცნო. 12 საათისთვის საქართველოს საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა აჭარის ამომრჩეველთა სრული რაოდენობის  23,3%-მა მიიღო. მოსახლეობის აქტივობა 12 საათის ოფიციალური მონაცემებით ასეთია:  ბათუმი - 30,967  -  23% ,  ქობულეთი - 16,551 – 23%, შუახევი - 3,263 – 21,5%,  ხელვაჩაური - 11,138 – 23,9%,  ხულო - 5,194 – 21,4%, ქედა - 4,010  - 25%.  სულ -71,123 – 23,3%
საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამ დროისათვის  უხეში დარღვევები არც ერთ ოლქში არ დაფიქსირებულა.