
28 ოქტომბერს  ახლადარჩეული აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა .  სხდომა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ,  არჩილ მიქელაძემ გახსნა და კანონმდებლებს 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გააცნო. 
 
ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო, 18-ის ნაცვლად, 21 დეპუტატით დაკომპლექტდა. 
 
2012 წლის 1 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს  არჩევნების შედეგების მიხედვით, ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში 13 მანდატი "ქართულმა ოცნებამ", 8 კი "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიპოვა.