

აჭარაში საქართველოს პარლამენტის პარალელურად აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. 
რეგიონში სულ 348 უბანია, შეფერხები გარეშე გაიხსნა ყველა უბანი. მათ შორის ერთი სპეც.უბანი - სასჯელაღსრულების ნომერ მე-3 დაწესებულებაში. 
ჩატარდა წილისყრა, გადანაწილებულია ფუნქციები. 
იყო რამდენიმე პროცედურული დარღვევა თუმცა, ადგილზე აღმოიფხვრა.
დაწყებულია ხმის მიცემის პროცედურა, თითქმის ყველა უბანზე უკვე მივიდა პირველი ამომრჩეველი. დაიწყო გადასატანი ყუთების გატანა. 
შეგახსენებთ, აჭარაში 6 მაჟორიტარული ოლქია, 348 უბანი და 308 506 ამომრჩეველი. 
აჭარაში, უბანზე მისული ამომრჩეველი 4 ბიულეტენს მიიღებს: მწვანე და ყვითელი აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, ცისფერი და ვარდისფერი- საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისთვის.