აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ტრენერთა ტრენინგი ,,იაზროვნე და ხმა მიეცი ჩარჩოებს მიღმა’’
17 მაისი 2022

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის თანამშრომლობით ტრენერთა ტრენინგი ,,იაზროვნე და ხმა მიეცი ჩარჩოებს მიღმა’’ დისტანციურ (ონლაინ) რეჟიმში გაიმართა.
შეხვედრა უსკოს თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ და ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა - ფრანკ დეშლერმა გახსნეს. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ევროპის საბჭოს ექსპერტი, დანიელ მოქსონი.
ტრენინგს უსკოს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლები, ასევე, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა - არჩევნების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და მათი არჩევნებში ჩართულობის გაზრდის გზების პოვნა იყო.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016