უმაღლესი საარჩევნო კომისიის თანამშრომლები, რუსუდან ანანიაშვილი და მაია ცინარიძე, ნორვეგიის სამეფოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მოწვევით ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ. უსკოს წარმომადგენლებმა, ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებსა და სფეროში არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა. საერთაშორისო დამკვირვებლებს საშუალება მიეცათ ადგილზე გასცნობოდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს და დაჰკვირვებოდნენ ხმის როგორც ხელით, ასევე სპეციალური სკანერით თვლის პროცესს.