

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის და ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში აჭარის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები დაიწყო.
დღეს უსკოში სტუდენტებს არჩევნების მნიშვნელობაზე კომისიის თავმჯდომარე - პარმენ ჯალაღონია ესაუბრა.
საინფორმაციო შეხვედრების ციკლი 3 დღეს გაგრძელდება და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო სისტემები, არჩევნების პრინციპები, დეზინფორმაცია, სოციალური მედიის გავლენა საარჩევნო პროცესებზე და სხვ.
საინფორმაციო კურსი ითვალისწინებს როგორც თეორიულ ასევე, პრაქტიკულ სწავლებას. სტუდენტები გაეცნობიან საარჩევნო დღის პროცედურებს და მონაწილეობას მიიღებენ არჩევნების დღის პრაქტიკულ სიმულაციაში.
სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. აღნიშნული გამოცდილება ახალგაზრდებს დაეხმარებათ სადამკვირვებლო მისიაში ჩასართველადაც.