აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საინფორმაციო შეხვედრების მეორე დღე
12 ნოემბერი 2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის და ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში აჭარის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები დაიწყო.
დღეს, უსკოში სტუდენტებს საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაციის გავლენის შესახებ კომისიის თავმჯდომარე - პარმენ ჯალაღონია ესაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებს საერთაშორისო ორგანიზაციების როლის, მანდატის, საარჩევნო დაკვირვების სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო უსკოს ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსმა, რუსუდან ანანიაშვილმა.
საინფორმაციო შეხვედრების ციკლი 3 დღეს გრძელდება და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო სისტემები, არჩევნების პრინციპები, დეზინფორმაცია, სოციალური მედიის გავლენა საარჩევნო პროცესებზე და სხვა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016