

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის და ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში აჭარის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გაიმართა.
სტუდენტებთან შეხვედრის მესამე დღეს, უსკოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ მელაძე სტუდენტებს საარჩევნო დღის პროცედურების შესახებ ესაუბრა,
უსკოს წევრმა ირაკლი გვარჯალაძემ სტუდენტებს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიურ ინტერვენციაზე ინფორმაცია მიაწოდა, ასევე მათთან კენჭისყრის დღის პროცედურები განიხილა.
საინფორმაციო შეხვედრების ციკლი სამ დღეს გაგრძელდა და მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო სისტემები, არჩევნების პრინციპები, საარჩევნო პროცესში საერთაშორისო საზოგადოების როლი, დეზინფორმაცია, სოციალური მედიის გავლენა საარჩევნო პროცესებზე და სხვ.
სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.