აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

Untitled Document
დამკვირვებლის უფლებები - 2008

1. დამკვირვებელს უფლება აქვს:
 
 
ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;
ბ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში და დააკვირდეს პროცესის ყველა ეტაპს;
გ) კენჭისყრის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს თავისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს;
დ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
ე) დააკივირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემასა და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;
ვ) დაესწროს ხმების დათვლასა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცესს;
თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში,რაც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენების დანახვას;
ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;
ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;
მ) გაასაჩივროს საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში;
ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლასა და ოქმების შედგენას;
 ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.
 
 
 
2. დამკვირვებელს არა აქვს უფლება:
 
 
 
ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში და ხელი შეუშალოს მათ განხორციელებას;
ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოხატვაზე;
გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა ან ნიშანი;
ე) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.
 
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016