
ინფორმაცია არასაარჩევნო პერიოდში მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის შესახებ
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება არასაარჩევნო პერიოდში უსკოს სხდომებზე დასწრებისა და სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის შესახებ.
დაინტერესებულ მედიასაშუალებებს აკრედიტაციის გავლის მიზნით განაცხადის წარდგენა შეუძლიათ ყოველ სამუშაო დღეს, 18:00 საათამდე.
აკრედიტაციის ძირითადი პირობები და პროცედურა:
• უფლებამოსილი პირი: აკრედიტაციას ახორციელებს უსკოს მდივანი. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მედიასაშუალების ხელმძღვანელი პირის მიერ უსკოს მდივნის სახელზე.
• განხილვის ვადა: უსკოს მდივანი განაცხადს განიხილავს და შესაბამის განკარგულებას გამოსცემს განაცხადის შემოსვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
• წარმომადგენელთა ლიმიტი: ერთ მედიასაშუალებას შეუძლია წარადგინოს წარმომადგენელთა სია, რომელთაგან უსკოს სხდომას ერთდროულად შეიძლება დაესწროს არაუმეტეს 3 წარმომადგენელი.
• მოქმედების ვადა: აკრედიტაციის მოწმობის ვადაა გაცემიდან 1 კალენდარული წელი. (შენიშვნა: საარჩევნო პერიოდში აღნიშნული აკრედიტაციის მოქმედება ჩერდება და მოქმედებს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესი).
წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
1.წერილობითი განცხადება (უსკოს მდივნის სახელზე), რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
2.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები: სიით გათვალისწინებული ყველა წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.
3.ამონაწერი საჯარო რეესტრიდან: მედიასაშუალების რეგისტრაციის შესახებ.
გამონაკლისი: საჯარო რეესტრის ამონაწერი არ მოეთხოვებათ საზოგადოებრივ მაუწყებელს,
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, აგრეთვე უცხოურ მედიასაშუალებებს.