აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ’’ დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისთვის განსაზღვრავს პარტიული სიების წარდგენის წესებს.
ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 18-ზე ნაკლები და 30 -ზე მეტი.
საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ედღისა (1 ოქტომბერი).
პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.
√ დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.
პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. თუ პარტიულ სიაში არ არის დაცული დადგენილ სქესთა შორის ბალანსი, საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება (უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი, 76² მუხლი, მე-2 პუნქტი).
√ პარტიულ სიას თან უნდა ერთვოდეს:
√ უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
√ უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში წევრად არჩეული პირი ვალდებულია, შესაბამისი კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება უსკოს მიერ განსაზღვრულ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებაში და ამავე ვადაში წარუდგინოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა იმ საარჩევნო კომისიას, სადაც გატარდა იგი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში.
პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:
გვარი, სახელი;
დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება);
თანამდებობა (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
პარტიულობა (თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი.
√ საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში უმაღლესი საბჭოს წევრობის ყოველ კანდიდატს უნდა მიეთითოს მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის სახელწოდება ან/და მისი შემოკლებული დასახელება.
უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის მიერ შევსებულ სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) სქესი;
დ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);
ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა.შ. დასახელება);
ზ) თანამდებობა (თუ უმუშევარია, აღინიშნება „უმუშევარი“);
თ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება „უპარტიო“);
ი) საქართველოში არანაკლებ 5 წლის ცხოვრების ფაქტი;
კ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი;
ლ) თანხმობა, კენჭი იყაროს მოცემული პარტიული სიით ან/და კენჭი იყაროს ამ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში;
მ) ბოლო არჩევნებით აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრად ყოფნის ფაქტი;
ნ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.
იხილეთ სააღრიცხვო ბარათის ფორმა
თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი წარდგენილი უნდა იქნეს 2-2 ეგზემპლარად, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა 1 ეგზემპლარად.