აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია


ქარ / ENG
 Untitled Document

ახალი ამბები

2024-10-11
უსკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის ექსპერტს შეხვდა
უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2024 წლის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკური კამპანიის ანალიტიკოსს, რობერტ ბისტრიცკის შეხვდა.

2024-10-11
უსკომ ბიულეტენების ბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები დანიშნა
10 ოქტომბრის სხდომაზე, უსკომ განკარგულებებით დაადგინა 26 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო საბუთის სახეები და ბიულეტენის ტექსტი.

2024-10-09
9 ოქტომბრის სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ერთი საკითხი განიხილა და ცვლილება შეიტანა განკარგულებაში ,,საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრის შესახებ’’.

2024-10-06
საინფორმაციო შეხვედრა „საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობის წახალისება“
4 ოქტომბერს, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პარტნიორობით, არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ქალ წარმომადგენლებთან ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

2024-10-05
ინფორმაცია ამომრჩეველთათვის!
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ყველა ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები და საარჩევნო უბნის მისამართი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ინფორმაციის მოპოვება შეგიძლიათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (cesko.ge).

2024-10-01
უსკოს თავმჯდომარე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონია ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიან დამკვირვებლებს, გრეგუარ დურუზსა და სარაია მარტინეზს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო.

2024-10-01
საარჩევნო დავების განხილვა
2024 წლის 30 სექტემბერს, უმაღლესი საარჩევნო კომისიის და ევროპის საბჭოს პროექტ „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესების გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა თემაზე „საარჩევნო დავების განხილვა“ გაიმართა.

2024-09-29
29 სექტემბრის სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უსკომ განკარგულებით გაატარა რეგისტრაციაში ორი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია. საარჩევნო პროცესის დასაკვირვებლად, აჭარის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა ორგანიზაციებს: ,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი’’ და ,,პროფესიონალი’’.

2024-09-27
საინფორმაციო შეხვედრა საარჩევნო სიახლეების და ტექნოლოგიების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებთან
საარჩევნო ადმინისტრაციის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, 25 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელთან ერთად და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

2024-09-26
უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა
2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს, 18:00 საათზე ამოიწურა. ბოლო მონაცემებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 14 საარჩევნო სუბიექტიდან, პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს წარუდგინა 11-მა.

2024-09-22
უსკოში სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა
დღევანდელ სხდომაზე უსკომ განკარგულებით რეგისტრაციაში გაატარა სამი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა საარჩევნო პროცესის დასაკვირვებლად აჭარის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში შემდეგ ორგანიზაციებს:

2024-09-18
18 სექტემბრის სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უსკომ განკარგულებით განსაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურება.

2024-09-12
12 სექტემბრის სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უსკომ დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილა. განკარგულებით დამატებით განისაზღვრა ნარკოლოგიური შემოწმების უფლების მქონე დაწესებულებები უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის. 2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისათვის საარჩევნო სუბიექტმა (უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეულმა კანდიდატმა) არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (ბოლო ვადა -26 სექტემბერი) პარტიულ სიასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომელიც საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

2024-09-12
პარმენ ჯალაღონია ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მელინე არაკელიანს შეხვდა
უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონია ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს შეხვდა.

2024-09-10
ხვალ, 11 სექტემბერს, აჭარის რეგიონის მასშტაბით 57 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება
საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში ხვალ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. აჭარის რეგიონის 57 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება.

2024-09-05
ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ
2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისათვის საარჩევნო სუბიექტმა (უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეულმა კანდიდატმა) არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (ბოლო ვადა -26 სექტემბერი) პარტიულ სიასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა.

2024-09-03
ინფორმაცია 26 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის
26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 14 პარტიაა რეგისტრირებული. პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ.

2024-09-03
ღია კონკურსი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია 2024 წლის 29 აგვისტოდან აპარატის საოქმო სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის საარჩევნო პროცესების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (1 ვაკანსია) თანამდებობის შესავსებად აცხადებს ღია კონკურსს.

2024-09-01
1 სექტემბრის სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრის შესახებ მიღო განკარგულება.

2024-08-30
უსკოში უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის განაცხადების წარდგენა დასრულდა
2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის უსკოში განაცხადების წარდგენის პროცესი დასრულდა.

1/24 «პირველი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016