აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2016-10-08
ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათისთვის
2016 წელი:17:00 საათი. აქტივობა: 132 316 ამომრჩეველი,42,9% (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 308 506) N79 ბათუმის ოლქი (68,69,70) -63 852 ამომრჩეველი,40,1% N71 - ქობულეთის ოლქი-22 439 ამომრჩეველი,45.5% N72 - ხელვაჩაურის ოლქი- 20 060 ამომრჩეველი,41.7% N73 - ხულოს ოლქი- 25,965 ამომრჩეველი,49,8%

2016-10-08
ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის
2016 წელი:15:00 საათი. აქტივობა:108 871 ამომრჩეველი,35.2 % (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 308 506) N79 ბათუმის ოლქი (68,69,70) -52 308 ამომრჩეველი,32.9% N71 - ქობულეთის ოლქი- 18 611 ამომრჩეველი, 37.7% N72 - ხელვაჩაურის ოლქი- 17 063 ამომრჩეველი,35.4% N73 - ხულოს ოლქი- 20 889 ამომრჩეველი, 40.8 %

2016-10-08
აქტივობა 12.00 საათისთვის
2016 წელი: 12:00 საათი. აქტივობა:59 547 ამომრჩეველი,19.3% (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 308 506) N79 ბათუმის ოლქი (68,69,70) - 29 047 ამომრჩეველი, 18,27% N71 - ქობულეთის ოლქი- 10 106 ამომრჩეველი,20.4% N72 - ხელვაჩაურის ოლქი- 9 604 ამომრჩეველი,19.9% N73 - ხულოს ოლქი- 10 790 ამომრჩეველი,20, 7% % 2012 წელი: აჭარაში 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა:71 705 ამომრჩეველი,23.5%.(ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 304 930)

2016-10-08
პირველი ბრიფინგი უსკოში
აჭარაში საქართველოს პარლამენტის პარალელურად აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. რეგიონში სულ 348 უბანია, შეფერხები გარეშე გაიხსნა ყველა უბანი. მათ შორის ერთი სპეც.უბანი - სასჯელაღსრულების ნომერ მე-3 დაწესებულებაში. ჩატარდა წილისყრა, გადანაწილებულია ფუნქციები. იყო რამდენიმე პროცედურული დარღვევა თუმცა, ადგილზე აღმოიფხვრა.

2016-10-07
შემაჯამებელი ბრიფინგი
2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართება აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები. მოქალაქეები აირჩევენ უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატს, 6 მაჟორიტარული წესით, ხოლო 15 პროპორციული სიით.

2016-10-07
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის დეპუტატები უსკოში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის დეპუტატებს შეხვდა.

2016-10-07
8 ოქტომბერი - საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით მედიისთვის რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. გარდა ამისა, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდსა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე: www.usko.ge, www.facebook.com/ajarausko

2016-10-07
შეხვედრა საერთაშორისო დამკვირვებლებთან
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა" (IRI) და ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის (ALDE) წარმომადგენლებს ჯეიკ ჯონსსა და ფილიპ ჰანსენს შეხვდა.

2016-10-04
საინფორმაციო კამპანია
2016 წლის 8 ოქტომბერს აჭარაში, უბანზე მისული ამომრჩეველი 4 სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებს: მწვანე და ყვითელი უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის; ცისფერი და ვარდისფერი საქართველოს პარლამენტის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის!

2016-10-04
აჭარაში 308 506 ამომრჩეველია
2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის აჭარაში 308 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიების გადამოწმება დასრულდა

2016-10-03
უსკოში 7 ადგილობრივი და ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა
დღეს, 3 ოქტომბერს, აჭარის ა.რ. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, დამკვირვებელთა სიის წარდგენის ვადა ამოიწურა. 18:00 საათის მონაცემებით, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, დამკვირვებლის სტატუსით უსკოში რეგისტრირებულია 5 ადგილობრივი, ასევე ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

2016-09-28
კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევენებში მონაწილე სუბიექტებისთვის მაჟორიტარობიდან ან პარტიული სიიდან კანდიდატურის მოხსნის ვადა დღეს 18:00 საათზე ამოიწურა

2016-09-28
28 სექტემბრის უსკოს სხდომა
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის 28 სექტემბრის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს.

2016-09-27
რეგისტრაციის გაუქმება
რეგისტრაცია გაუუქმდა ხელვაჩაურში, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატ ზურაბ ფუტკარაძეს

2016-09-26
N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება N43
საკუთარი განცხადების საფუძველზე, N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, რეგისტრაცია გაუუქმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის N73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“-ს მიერ წარდგენილ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს თამაზ ხმალაძეს.

2016-09-23
23 სექტემბრის სხდომა
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის 23 სექტემბრის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს. დამტკიცდა ზოგიერთი საარჩევნო საბუთის სახე, ესენია: საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით კენჭისყრის და არჩევნების შემაჯამებელი ოქმების სახეები (ფორმები), ასევე ამავე ოქმებში შესწორების შეტანის ოქმების სახეები (ფორმები)

2016-09-20
20 სექტემბრის სხდომის შედეგები
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის 20 სექტემბრის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს. განკარგულების შესაბამისად, თანდართული ნიმუშების მიხედვით დამტკიცდა ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმა.

2016-09-19
პარტიულ სიები და გენდერი
წარმოგიდგენთ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებში გენდერული საკითხების მიმოხილვას. სუბიექტების უმრავლესობას სიის პირველ ათეულში წარმოდგენილი ჰყავს საშუალოდ 3 ქალი კანდიდატი. (მინიმალური - არცერთი, მაქსიმალური 4 ქალი კანდიდატი)

2016-09-15
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დასრულდა პარტიული სიების რეგისტრაცია
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 15 სექტემბრის N64, N66, N67 და N68 განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა შემდეგი საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიები: „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები,“ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის,“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა.“

2016-09-15
თავმჯდომარის განკარგულება N65
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 15 სექტემბრის N65 განკარგულებით საარჩევნო სუბიექტის „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ პარტიული სიიდან ამოღებულია უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი ლაშა მიქელაძე(პარტიული სიით N25 )

12/25 «პირველი 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016