აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, ახალი ლოგოს დამტკიცების შემდეგ განკარგულებით რამდენიმე საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმა ხელახლა მიიღო. მათ შორის აკრედიტაციისა და წარმომადგენლების მოწმობების ფორმები (განკარგულება N). გარდა ამისა ცვლილება შევიდა პარტიული სიის ფორმაშიც. აქამდე პარტიებს სიის წარმოდგენისას უნდა მიეთითებინათ ოლქის ნომერი და დასახელება, თუმცა ამიერიდან მათ მხოლოდ მაჟორიტარული ოლქის ნომრის მითითება მოეთხოვებათ. (განკარგულება N- )
კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს საიას საჩივარზე და უსკოს გადაწყვეტილებით კომისიამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი არსებითად განუხილველი დატოვა.