აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია დასრულდა
12 აგვისტო 2016

დღეს, 12 აგვისტოს, 18.00 საათზე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების მიერ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის განაცხადების შემოტანის ვადა ამოიწურა.
საარჩევნო ადმინისტრაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის სულ 28 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაციაში შევიდა ორი ისეთი პოლიტიკური პარტიის  განცხადებაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შესაბამისად მათ 19 აგვისტომდე უსკოში 3000 მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარადგინონ.
საარჩევნო სუბიექტებს პარტიული სიებისა და მაჟორიტარი კანდიდატების  წარდგენის ვადა 8 სექტემბრამდე აქვთ.
მანამდე კი უსკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ შექმნან საარჩევნო ბლოკები.   საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის  2016 წლის 23 აგვისტომდე, ანუ არჩევნებამდე არა უგვიანეს 46-ე დღისა, უსკოს  უნდა წარედგინოს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.

უსკოში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების სია:
1. პ/გ  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’;
2. ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია’’ სახელწოდებით ,,შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია’’;
3. პ/გ ,,ცენტრისტები’’    სახელწოდებით-,,ცენტრისტები’’ (ბედუკაძე-ხაჩიშვილი);
4. პ/გ პარტია ,,საქართველო’’ ;
5. პ/გ ,,მემარცხენე ალიანსი’’ სახელწოდებით ,,კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე-მემარცხენე ალიანსი’’;
6. პ/გ ,,საქართველოს რესპუბლიკური პარტია’’ სახელწოდებით ,,უსუფაშვილი -რესპუბლიკელები’’;
7. პ/გ ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის’’ სახელწოდებით - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“;
8. პ/გ ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი’’   სახელწოდებით ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი -საქართველოს პატრიოტთა ალიანსი’’;
9. პ/გ ,,ჩვენი სამშობლო’’;
10. პ/გ ,,ეროვნული ფორუმი’’;
11. პ/გ ,,სახალხო პარტია’’;
12.პ/გ ,,ახალი პოლიტიკური ცენტრი- გირჩი’’;
13.პ/გ ,,სახალხო ხელისუფლება’’;
14.პ/გ ,,თავისუფალი დემოკრატები’’ სახელწოდებით ,,ირაკლი ალასანია -თავისუფალი დემოკრატები’’;
15.პ/გ ,,სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო’’ სახელწოდებით ,,გიორგი ვაშაძე -ახალი საქართველო’’;
16. პ/მ ,,მამული, ენა, სარწმუნოება’’ სახელწოდებით ,,თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის’’;
17.პ/მ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო’’  სახელწოდებით ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო’’;
18. პ/მ ,,ახალი მემარჯვენეები’’ სახელწოდებით ,,ახალი მემარჯვენეები’’;
19. პ/მ ,,საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია’’ სახელწოდებით ,,საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია’’;
20. პ/გ ,,ნეიტრალური საქართველო’’ სახელწოდებით ,,კვარაცხელია -სოციალისტები’’;
რეგისტრაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა შემდეგი პოლიტიკური პარტიებისთვის:
21. პ/გ ,, ერთიანობის დარბაზი’’  (უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერთა   სია 19 აგვისტომდე);
22. პ/გ ,,დემოკრატიული განახლება-ჩვენი საქართველო გაბრწყინდება’’ (ჩვენები);
23. პ/გ ,,საქართველოს მშვიდობისთვის’’;
24. ,,თავისუფალი საქართველო’’;
25. პ/გ ,,ემსახურე საქართველოს’’; (უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერთა   სია 19 აგვისტომდე);
26. ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს;
27. ,,პ/გ ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა’’’
28. პ/გ ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო’’.

    უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, 2004 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას ღებულობდა -  10 საარჩევნო სუბიექტი, 2008 წლისათვის-6 ,  ხოლო 2012 წლისათვის - 7 საარჩევნო სუბიექტი.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016