აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

IRI-ს დამკვირვებლები უსკოში
29 აგვისტო 2016

 უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯოდომარემ აჭარის საარჩევნო კანონში  შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“(IRI) დამკვირვებლებს მიაწოდა.

 ჯესიკა ქეთრინ ნეში და მილან კუქსა აჭარასა და გურიაში 2016 წლის 8 ოქტომბრის, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს აკვირდებიან.

 მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, აჭარის ა.რ. უმაღლესმა საბჭომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში“ ცვლილებები შეიტანა. რისი მიზანიც არსებული კანონის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა იყო. ცვლილების თანახმად, უსკოს მიეცა უფლება 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე გასცეს დანამატი. ასევე არჩევნების მეორე ტურის დანიშნვის შემთხვევაში განისაზღვრა შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები. 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016