აჭარის ა.რ.უმაღლესი საარჩევნო კომისია აცხადებს კონკურსს აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლების ვაკანტურ პოზიციებზე.
აჭარის ა.რ.უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობის მსურველმა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი,მისამართი,პარტიული კუთვნილება,იმ საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება სადაც სურს წარმომადგენლობა და ტელეფონის ნომერი. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
ა)საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
ბ)უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ)კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება);
დ)ორი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
ე)საარჩევნო მოხელის სერტიფიკატის ასლი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად იყოს: პარტიის წევრი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი,წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი,სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი.
აჭარის ა.რ.უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობის მსურველებმა უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საკადრო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართონ არაუგვიანეს 2016 წლის 6 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.(მის: ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ N2, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა).
N79 ბათუმის და N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში აირჩევა არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა. N81 ქობულეთისა და N83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში უმაღლესი საარჩევნო კომისია ირჩევს თითო წარმომადგენელს. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობას ახორციელებს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების საქმიანობა დაფინანსდება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან, ერთჯერადად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
დეტალური ინფორმაცია ვაკანტური პოზიციების შესახებ იხილეთ განკარგულებაში.