აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 15 სექტემბრის N65 განკარგულებით საარჩევნო სუბიექტის „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ პარტიული სიიდან ამოღებულია უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი ლაშა მიქელაძე(პარტიული სიით N25 ). იგი ვერ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც დეპუტატობის კანდიდატის ასაკობრივი ზღვარი იწყება 25 წლიდან.