აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 4 მაისის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა და მიიღო დადგენილებები:
1.,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ’’;
2.,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2014 წლის 13 მარტის N1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ’’. ასევე კომისიის მიერ მიღებული იქნა შემდეგი განკარგულებები:
3.,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სამსახურების დებულებების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2017 წლის 11 სექტემბრის N7 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ’’,
4.,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ’’;
5.,,საოლქო საარჩევნო კომისიების 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ვადაგასული საარჩევნო დოკუმენტაციის განადგურების აქტის ცნობად მიღების შესახებ’’.