აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

,,ჩემი პირველი არჩევნების’’ პრეზენტაცია
10 მაისი 2018

10 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ახალი პროექტის, ,,ჩემი პირველი არჩევნების’’ პრეზენტაცია გაიმართა ქალაქ ბათუმის ІІІ საჯარო სკოლაში. შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ გახსნეს.

საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე დაიწყო, რომელიც გაფორმდა უმაღლეს საარჩევნო კომისიასა  და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის. მემორანდუმის მიზანია არჩევნების პოპულარიზაცია და საარჩევნო კულტურის განვითარება, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობა, საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით ახალგაზრდა თაობის ინფორმირება.

სასწავლო-საინფორმაციო კურსი საჯარო სკოლების Х–XI-XII კლასებისათვის არის განკუთვნილი და პირველი ეტაპისათვის ქალაქის თხუთმეტ საჯარო სკოლაში ჩატარდება, შემდგომ კი უკვე რეგიონის სკოლებიც ჩაერთვებიან. მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: არჩევნების სახეები და საქართველოს არჩევითი ორგანოები, საარჩევნო პრინციპები, არჩევნების ისტორია საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნების ადმინისტრირება, ჩემი პირველი არჩევნები და ერთი ხმის მნიშვნელობა. სწავლების ბოლოს ტარდება იმიტირებული კენჭისყრა.

ტრენინგებს აჭარის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაუძღვებიან, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა გადაამზადა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016