აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 10-17 მაისს საჯარო სკოლებში ჩატარდა ტრენინგების პირველი ეტაპი.
პროცესმა წარმატებით ჩაიარა, იყო მოსწავლეების მაღალი აქტიურობა, მონაწილეებმა გამოავლინეს საკმაოდ კარგი საბაზისო ცოდნა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო პროცესებში ჩართულობას და მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.
ტრენინგებს პერმანენტული ხასიათი ექნება და მეორე ეტაპისთვის იგეგმება მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებში შესვლა.