აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

დახურული კონკურსი უსკოში
23 მაისი 2018

უმაღლესი საარჩევნო კომისია აცხადებს დახურულ კონკურსს საარჩევნო პროცესების მართვის სამსახურის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. აუცილებელი მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი, 1 წლის სამუშაო გამოცდილება, საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. აუცილებელია კონკურსანტმა იცოდეს, რომ დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან. ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებს განცხადების წარმოსადგენად განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა 2018 წლის 23 მაისიდან 1 ივნისის  ჩათვლით. განცხადების მიღება განხორციელდება საჯარო სამსახურის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის - www.hr.gov.ge-ის საშუალებით.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ- გვერდზე: www.hr.gov.ge ან დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: ნერვისტან ფაღავა (577 999 852). საკონკურსო კომისიის მისამართია: ბათუმი, გოგებაშვილის ქ.N2. უმაღლესი საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016