აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საიუბილეო კვირეული უსკოში
20 თებერვალი 2019

საიუბილეო კვირეული უსკოში

100 წლის წინ, 1919 წლის 14-16 თებერვალს დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები ბევრი ფაქტორის გამო იყო გამორჩეული: საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა ხმის მიცემის უფლებას აძლევდა ყველა მოქალაქეს, სქესისა და წარმომავლობის განურჩევლად. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში აირჩიეს 5 ქალი, მაშინ როდესაც იმდროინდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობაში ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ.
საიუბილეო კვირეულის ფარგლებში უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა. 19 თებერვალს უსკოს წარმომადგენლები ეწვივნენ ბათუმის კერძო სკოლების (ევრო2000 და ნიკეს) მოსწავლეებს და არჩევნების 100 წლისთავთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საარჩევნო კომისია უკვე ერთი წელია ახორციელებს პროექტს ,,ჩემი პირველი არჩევნები’’, რომელიც შეიქმნა ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის. პროექტის ფარგლებში უსკოს წარმომადგენლები სისტემატიურად ხვდებიან ახალგაზრდებს საარჩევნო თემატიკაზე სასაუბროდ.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016