2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიული სიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი (კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 39, მუხლი 76²)
პარტიებმა უსკოში უნდა წარმოადგინონ:
• პარტიული სია (სიახლე - საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი)
• სააღრიცხვო ბარათი
• ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა (უსკომ განკარგულებით განსაზღვრა ორი სამედიცინო დაწესებულება, სადაც უნდა განხორციელდეს კანდიდატების შემოწმება:
ა) სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი, მისამართი: ქ. ბათუმი, პ.მელიქიშვილის ქუჩა №102;
ბ) შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“. მისამართი: ქ. ბათუმი, ნ. ჯაყელის ქუჩა №44;
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.)
• სიახლე - უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა (რაც გულისხმობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევას. ცნობას გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო )
• საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.
• ფოტოსურათი (3/4-ზე).
პარტიული სიისა და საარღიცხვო ბარათის ფორმები განთავსებულია უსკოს ვებ.გვერდზე www.usko.ge
ასევე, შესაძლებელია აღნიშნული ფორმები მიიღოთ უსკოში.
საკონტაქტო ტელეფონი - 599 57 10 49