აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მსურველთათვის.
25 სექტემბერი 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობის მსურველმა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელშიც კანდიდატმა უნდა მიუთითოს:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) საკონტაქტო მისამართი;

დ) იმ საარჩევნო ოლქის ნომერი სადაც სურს წარმომადგენლობა;

ე) ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).

 განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;

ე) საარჩევნო მოხელის სერტიფიკატის ასლი.

 

განცხადების წარდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული წესით, უსკოს ოფიციალური ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: info@sec.ge ან nervistanp@gmail.com

 

უსკოს წარმომადგენლობის მსურველი კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.

ყურადღება!

კანდიდატი არ შეიძლება იყოს:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირისა;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;

გ) მუნიციპალიტეტის მერის და მისი მოადგილისა;

დ) მოსამართლისა;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;

ვ) პროკურატურის თანამდებობის პირისა;

ზ) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

თ) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ი) დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლისა;

კ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლისა;

ლ) საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატისა;

მ) პარტიის წევრისა.

განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 26 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. მის: ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ N2, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია (ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით უსკოს ცხელ ხაზზე: : 0 800 00 00 10

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016