აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა
02 ოქტომბერი 2020

2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის ვადა 1 ოქტომბერს, 18:00 საათზე ამოიწურა.
პარტიული სიების წარდგენის შემდეგ იწყება პარტიული სიების შემოწმების პროცესი. წარმოდგენილ დოკუმენტაციას შესაბამისი სამსახური შეამოწმებს და უსკოს თავმჯდომარეს წარუდგენს დასკვნას არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა. თუ პარტიული სია შეესაბამება კანონმდებლობას, უსკოს თავმჯდომარე არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა გაატარებს სიას რეგისტრაციაში, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხევაში, საარჩევნო სუბიექტს მიეცემა კანონით დადგენილი 3-დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.
ბოლო მონაცემებით, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 25 საარჩევნო სუბიექტიდან, პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს წარუდგინა 22-მა. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ იმ პარტიებს, რომლებმაც არ წარმოადგინეს პარტიული სიები, თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდებათ რეგისტრაცია.
პარტიული სია საარჩევნო რეგისტრაციაში ტარდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, ხოლო საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის - შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით.
პარტიულ სიებთან დაკავშირებული პროცედურები საბოლოოდ 11 ოქტომბერს დასრულდება.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016