აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა კანდიდატები შემდეგ მაჟორიტარულ ოლქებში წარადგინეს:
N-28 - ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში - 19 კანდიდატი;
N-29 - ქობულეთის მაჟორიტარულ ოლქში - 13 კანდიდატი;
N-30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოს მაჟორიტარულ ოლქში - 14 კანდიდატი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში 22 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას.