აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

წინასწარი შედეგები შემაჯამებელი ოქმების მიხედვით
22 ნოემბერი 2020

ამ დროისათვის დასრულდა შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა უსკოს ვებ გვერდზე. უკვე დათვლილია 300 საარჩევნო უბნის შედეგები აჭარის ორი მაჟორიტარული ოლქისათვის. გთავაზობთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს ოლქების მიხედვით:

28 -ე ბათუმის მაჟორიტარული ოლქი: 120 უბანი, 34287 ხმა;
N-5 გიორგი კირთაძე - 4 115 ხმა, 12%;
N-41 ტიტე აროშიძე - 30 172 ხმა, 88%.
30-ე მაჟორიტარული ოლქი: 180 უბანი, 36 604 ხმა.
N-5 გია აბულაძე - 3956 ხმა, 10,81%;
N-41 ფრიდონ ფუტკარაძე -32 649 ხმა, 89,19%.
21 ნოემბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უბანზე მისულმა 73 833 - მა ამომრჩეველმა, რაც ორი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, ანუ 243 892 -ის 30,27%-ს  წარმოადგენს.
უმაღლესი საარჩევნო კომისია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა (10 დეკემბრამდე) თავის სხდომაზე შეაჯამებს უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურს და შეადგენს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016