აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკომ 2020 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა
04 დეკემბერი 2020

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) დღეს გამართულ სხდომაზე 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, თავის სხდომაზე აჯამებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგებს პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით და ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო 22-მა საარჩევნო სუბიექტმა პროპორციული არჩევნებისათვის, ხოლო 46 კანდიდატმა მაჟორიტარული არჩევნებისათვის. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 314 889. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 186 205-მა ამომრჩეველმა. (59, 13%). პროპორციული წესით 31 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახა 2-მა საარჩევნო სუბიექტმა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო,“ (45.9%-ით) და საარჩევნო ბლოკმა: ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია’’ (34.% - ით). არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართა N28 და N30 მაჟორიტარულ ოლქებში. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (243 892) 30%-მა, ანუ 73 833-მა ამომრჩეველმა.
საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა იმ მხარეს, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას და ხელი შეუწყვეს კენჭისყრის დღის პროფესიულ გარემოში წარმართვას.
ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას ხსნის უსკოს თავმჯდომარე, რომელიც უმაღლეს საბჭოს აცნობებს არჩევნების შედეგებს და გადასცემს უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016