აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები წარადგინა. პარმენ ჯალაღონიამ ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის თავმჯდომარეობისთვის საკანონმდებლო ორგანოს უხუცესი წევრი დავით თედორაძე მიიწვია, რომელიც სხდომას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვა.
სხდომაზე უსკოს თავმჯდომარემ შემაჯამებელი ინფორმაცია წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. მან ახალ უმაღლეს საბჭოს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ და დროებით სამანდატო კომისიას არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობისთვის საარჩევნო დოკუმენტაცია გადასცა.