18 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე უსკოს თავმჯდომარემ - პარმენ ჯალაღონიამ წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ.
ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებების თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციას მაღალი ნდობა ჰქონდა და იგი არჩევნების მზადების პროცესს პროფესიონალურად წარუძღვა. უმაღლესი საარჩევნო კომისია მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ეფექტურად და გამჭვირვალედ მოქმედებდა. საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები ღია იყო დამკვირვებლებისათვის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარმენ ჯალაღონიამ უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.