აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკომ ახალ საარჩევნო კანონთან სამართლებრივი ბაზის ჰარმონიზაციის პროცესი დაასრულა
31 აგვისტო 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მორიგ სხდომაზე მიიღო სამართლებრივი აქტები. სხდომას შემაჯამებელი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამ აქტების მიღებით უსკომ კანონით განსაზღვრულ ვადაში დაასრულა მოქმედი რეგულაციების აღნიშნულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ეტაპობრივი პროცესი.
სხდომაზე მიღებული აქტებით მოწესრიგდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, დამტკიცდა უსკოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულება, აგრეთვე ცვლილება განხორციელდა უსკოს რეგლამენტში. ამავე სხდომაზე დამტკიცდა უსკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების განახლებული დებულებები. მიღებული აქტებით განახლდა უსკოს საქმიანობის საჯაროობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მექანიზმები, უსკოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარებისა და აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები.
ივლის-აგვისტოს პერიოდში კომისიამ ეტაპობრივად მიიღო სამართლებრივი აქტები, რომლებითაც, ახალი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოწესრიგდა საარჩევნო პროცედურების განხორციელების, საარჩევნო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა რეგისტრაციის, მედიის აკრედიტაციის, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. ამავე პროცესის ფარგლებში განახლდა უსკოს შიდა ორგანიზაციული მოწყობის, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი საფუძვლები.
ახალ საარჩევნო კანონთან შესაბამისი სამართლებრივი ბაზის არსებობა ეფექტიანი საარჩევნო ადმინისტრირების აუცილებელი წინაპირობაა. საარჩევნო პროცესის ორგანიზების ხარისხი და დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობა დიდწილად სწორედ წინასწარ ჩამოყალიბებულ მკაფიო, თანმიმდევრულ და სამართლებრივად გამართულ პროცედურებზეა დამოკიდებული, რადგან ისინი განსაზღვრავს ამ პროცესის ორგანიზების წესს, ჩართული მხარეების უფლებამოსილებების განხორციელების ფორმებს და ადმინისტრაციული მოქმედებების სამართლებრივ ჩარჩოს.
აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავდა უსკოს მოქმედი რეგულაციების განახლებას, ნორმათა შესაძლო წინააღმდეგობების გამორიცხვასა და კანონის პრაქტიკაში თანმიმდევრული აღსრულებისთვის საჭირო სამართლებრივი წინაპირობების ჩამოყალიბებას.
მიღებული სამართლებრივი აქტებით ჩამოყალიბდა მკაფიო, თანმიმდევრული და პრაქტიკაში გამოყენებადი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ქმნის საფუძველს როგორც უსკოს შიდა ადმინისტრაციული საქმიანობის გამართულად წარმართვისთვის, ისე ჩართული მხარეების მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელებისთვის.
კანონის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული ვალდებულების კანონით განსაზღვრულ ვადაში შესრულება უსკოს ინსტიტუციური პასუხისმგებლობის გამოვლინებაა. განახლებული სამართლებრივი ბაზა ხელს უწყობს ადმინისტრაციული პროცესების თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ წარმართვას და ქმნის მკაფიო საფუძველს ჩართული მხარეების მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელებისთვის. ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა მომავალი არჩევნების ორგანიზებულად და კანონის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობით ჩასატარებლად.

წარმომადგენლის რეგისტრაცია
დამკვირვებელთა რეგისტრაცია
პრესის აკრედიტაცია
საარჩევნო ჟურნალი
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016